მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გენერალი თუ დაიჭრა ომში, მას ეს პლუსად ეთვლება“ - ცერცვაძე ეკატერინე ტიკარაძეზე

„გენერალი თუ დაიჭრა ომში, მას ეს პლუსად ეთვლება“
1622655440
COVID-19

„გენერალი თუ დაიჭრა ომში, მას ეს პლუსად ეთვლება“ - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ის, რომ ეკატერინე ტიკარაძეს დაემართა კოვიდი, ნორმალურია. რასაც ქალბატონი ეკა დადის და შეხვედრები აქვს, სავარაუდოდ კოვიდ პაციენტებთან, რომ არ დამართოდა ეს იქნებოდა გასაკვირი. ხუმრობით ვთქვი, რომ სადღაც ეს კარგია, ვინაიდან მიუთითებს მინისტრის ძალიან სერიოზულ სოციალურ აქტიურობას.

ის, ვინც ჯარში მოწინავე პოზიციებზე იბრძვის, მათ შორის ხელმძღვანელები, ოფიცრები, გენერლები და თუ ის დაიჭრა ომში, მას ეს ეთვლება პლუსად და არა მინუსად, რომ ის ომში დაიჭრა. იგივეა, როდესაც კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები ავადდებიან ზოგჯერ, ეს მათთვის პლუსია და არა მინუსი. ქალბატონ ეკას რომ ჰქონოდა ორი აცრა, შეიძლება ეს არ დამართნოდა“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი 1-ელ ივნისს დაუდასტურდა, ეკატერინე ტიკარაძემ 23 მარტს საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სტრაზენეკათი“ აიცრა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ის რომ აცრილს კოვიდი დაუდასტურდა ნორმალურია“

👉 „ზღვაში თუ ბანაობთ, პირბადეს ალბათ, არავინ მოგთხოვთ“