გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, გერმანია Covax პლატფორმის ფარგლებში ვაქცინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თებერვალში 18 საპილოტე ქვეყანა მიიღებს ვაქცინას, მათ შორის გერმანიის უშუალო სამეზობლოს ქვეყნები საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა.
გერმანია covax პლატფორმის შექმნის დღიდან მას მხარს უჭერს და ევროკავშირთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი დონორია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ „კოვაქს“ პლატფორმა მზად არის მოგვაწოდოს ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის“ - ჯანდაცვის მინისტრი
✔️ „მსოფლიოში ვაქცინების სერიოზული დეფიციტია“ - ამირან გამყრელიძე