მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიამ კორონავირუსზე ვაქცინაცია შესაძლოა დეკემბრიდან დაიწყოს

კორონავირუსის ვაქცინაცია გერმანიაში
1606204270
COVID-19

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის იმუნიზაციის პირველი ცენტრები შეიძლება დეკემბრიდან ამოქმედდეს. 

როგორც მან გამოცემა Redaktions Netzwerk Deutschland–თან საუბარში აღნიშნა, ქვეყნის 16 რეგიონულ ცენტრს დეკემბრის შუა რიცხვებამდე კორონავირუსის იმუნიზაციის ცენტრების შექმნა სთხოვა, იმ შემთხვევისთვის თუკი ევროპული ორგანიზაციები რომელიმე ვაქცინას დაამტკიცებენ.

„მე მირჩევნია მქონდეს იმუნიზაციის ცენტრი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში უფუნქციოდ იქნება, ვიდრე ლიცენზირებული ვაქცინა, რომლის გამოყენებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, პირველ რიგში, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი მოქალაქეები, მოხუცებული ადამიანები აიცრებიან.

მინისტრის განცხადებით, გერმანიას ვაქცინის 300 მილიონი დოზა ექნება და იმ შემთხვევაშიც კი თუ ერთ მოქალაქეს ვაქცინა 2-ჯერ გაუკეთდება, სხვა ქვეყნებისთვის მისაწოდებელი რაოდენობაც დარჩება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უნგრეთი კორონავირუსის რუსულ ვაქცინას შეამოწმებს

👉 აშშ-ში კორონავირუსზე ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყება

👉 სამხრეთ კორეა რუსული ვაქცინის წარმოებას გეგმავს - რია ნოვოსტი