მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიამ საქართველო კოვიდრისკის მქონე ქვეყნების სიას მიაკუთვნა

გერმანია საქართველო კორონას წინააღმდეგ
1602151179
COVID-19

გერმანიამ საქართველო კოვიდრისკის მქონე ქვეყნების სიას მიაკუთვნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

კორონავირუსით ინფიცირების მომატებული რიცხვების გამო გერმანიამ რისკის მქონე ქვეყნების სია გააფართოვა და მათ შორის საქართველოც მოხვდა.

„გერმანიამ კოვიდრისკის მქონე ქვეყნების სიაში შემდეგი ქვეყნები ჩაწერა: საქართველო, იორდანია, რუმინეთი და ტუნისი. ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ ადამიანებს კარანტინში დარჩენა მოუწევთ მანამ, სანამ კოვიდტესტზე უარყოფით პასუხს არ მიიღებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის თანახმად, რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფექციური დაავადებების ბოლოდროინდელი შეფასებით, ასევე დაემატა ნიდერლანდების, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიტვის, სლოვაკეთის, სლოვენიის და უნგრეთის ზოგიერთი რეგიონი.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ გერმანიაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის დღიური 4 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის ყველაზე მაღალი დღიური ინფიცირების მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა.

შეგახსენებთ, ამჟამად გერმანიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 311 113, აქედან 267 700 განიკურნა, 9 652 კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.