მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში COVID 19-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

კორონავირუსის ახალი შტამი
1611049420
COVID-19

გერმანიაში  35 ახლად ინფიცირებულ პაციენტში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ  Deutsche Welle იუწყება.

 

გამოცემის ცნობით, ახალი ვარიანტი ბავარიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში, 35 პაციენტს აღმოაჩნდა.

ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად გადამდები და მომაკვდინებელია ახალი ვარიანტი.

„მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს არის ახალი ვარიანტი, არ ნიშნავს, რომ ის უფრო ინფექციურია“, - აღნიშნა ინფექციონისტმა ფრენკ ნიდერბულმა.

აღმოჩენილი ახალი ვარიანტი განსხვავდება სამხრეთ აფრიკისა და დიდი ბრიტანეთის ვარიანტებისგან.

„ჯერ პანიკა არ არის საჭირო, ჩვენ უნდა დაველოდოთ სრულ თანმიმდევრობას“, - განაცხადა ინფექციონისტმა კლემენს სტოკკლაუზნერმა.

ინფორმაციისთვის, ნიმუშები გადაეგზავნა ბერლინის Charite საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევისთვის.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ბრიტანეთში ახალი შტამით ათასზე მეტი პაციენტია ინფიცირებული.

ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა 2021 წლის 4 იანვარს დაფიქსირდა.