შეერთებული შტატების, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ გერმანია გახდა მეოთხე სახელმწიფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათში გერმანიაში ინფიცირების 3917 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 131 პაციენტი კი გარდაიცვალა და მსხვერპლის რაოდენობა 1575-მდე გაიზარდა.
სულ გერმანიაში ამ დრომდე ინფიცირების 100 009 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 28 700 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გაკეთებული ტესტების რაოდენობის მხრივ - 918 460 გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალია ინფიცირებულების, მათ შორის უსიმპტომო პაციენტების გამოვლინების მაჩვენებელი დაბალი ჩანს სიკვდილიანობის კოეფიციენტი.