მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის ბუნდესტაგმა სრულად ვაქცინირებული პირებისათვის შეზღუდვების შემსუბუქებას მხარი დაუჭირა

ბუნდესტაგი
1620309234
COVID-19

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა, გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. ახალი ინიციატივა 9 მაისიდან ძალაში შევა.

დაგეგმილია, კერძოდ, ამ კატეგორიის პირთათვის კომენდანტის საათის გაუქმება, სოციალური კონტაქტების შეზღუდვის მოხსნა, მათ არ მოუწევთ სწრაფი ტესტების ჩატარება და პასუხების წარდგენა სხვადასხსვა დაწესებულებებში.

ასევე აღნიშნულ პირებს შეეძლებათ მაღაზიებში, სალონებსა თუ მუზეუმებში ყოველგვარი კონტროლის გარეშე შესვლა. ამავდროულად ვაქცინირებულები და კოვიდ გადატანილი პირები ვალდებულნი არიან ატარონ დამცავი ნიღბები და დაიცვან 1-2 მეტრის დისტანცია.

გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 8%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, ხოლო 28%-ზე მეტმა - ერთი დოზა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია - The New York Times

✔️რატომ არის რთული კორონავირუსის მედიკამენტებით მკურნალობა? - BBC

✔️ჯანმოს კვლევებით დადგინდა, რომ „სინოფარმის“ ეფექტურობა 78-91%-ია