მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღარიბ ქვეყნებს ვაქცინებზე ხელი ჯერ კიდევ არ მიუწვდებათ“ - ჯანმოს ხელმძღვანელი

ტედროს ადამოს გებრეიესუსი ტრამპის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტაზე ტრამპს პასუხობს.
1619193690
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ღარიბ ქვეყნებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ხელი ჯერ კიდევ არ მიუწვდებათ.

გებრეიესუსმა ბრიფინგზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ ღარიბ ქვეყნებს დაეხმარონ.

„გლობალურად ვაქცინების თითქმის 900 მლნ დოზა ვაქცინაა დახარჯული, მათგან კი 81%-ზე მეტი მაღალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს მოხმარდა. დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებმა ვაქცინების მხოლოდ 0.3% მიიღეს“,- აღნიშნა გებრეიესუსმა.

ჯანმოს ხელმძღვანელი ინდოეთის ეპიდემიოლოგიურ ვითარებასაც შეეხო და შეშფოთება გამოხატა კოვიდინფიცირების რეკორდული ზრდის ტემპის გამო.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 145 მლნ-ს აღემატება.

ამავე თემაზე:

🔴 „ივლისისთვის აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს“ - გამყრელიძე