„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კოვიდის დადასტურებიდან გატარდა ყველა საჭირო კომპლექსური ღონისძიება და უზრუნველყოფილი იქნა ინფიცირებული პატიმრების იზოლაცია და მათი მკურნალობა პროტოკოლის წესის დაცვით. “ - აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ამილახვარი.
„ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოსდა სისტემაში არის პრობლემა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება ემსახურება მხოლოდ დაძაბულობის შექმნის მცდელობას.
ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება, პატიმრის ოჯახის წევრები, რომ პროცესი არის აბსოლუტურად კონტროლქვეშ, სისტემატურად ტარდება PCR ტესტები, შესაბამისად, არანაირი შფოთვის და განგაშის საფუძველი არ არსებობს.“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ როდის მოხდება იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.
„ძალიან მომგებიანი იქნება პოზიცია თუ ვიტყვი, რომ რასაკვირველია ვემხრობი და ყველაფერი უნდა გავხსნათ. ეს ჩემგან ცალსახად ვერ იქნება, ამას დაკონკრეტება სჭირდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეპიდვითარებასა და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.
თუკი დისნეის ძველი მულტფილმები გიყვართ, სავარაუდოდ, რასისტი ხართ. ამგვარ განმარტებას აკეთებს სტრიმინგ სერვისი „დისნეი პლიუსი“, რომელმაც 7 წლამდე ბავშვებისთვის ყველასთვის საყვარელი მულტფილმები - „პიტერ პენი“, „დამბო“ და „არისტოკრატი კატები“ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail აქვეყნებს.
მზიურის პარკში მოსწავლეთა მშობლებმა სკოლების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვის ცენტრში გამართულ არასანქცირებულ აქციებში არცთუ ისე ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
ტრაილერის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ.
„იმედს ვიტოვებ, ბათუმის ინციდენტი საქართველოს ისტორიაში პირველი და უკანასკნელი იქნება, რომელიც არასოდეს განმეორდება და პირი რომელმაც ადამიანს ნაგავი დააყარა, უმკაცრესად დაისჯება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტს, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მას მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა თავზე ნაგავი გადააყარეს.
პოლიტიკური პარტია „ევროპული სოციალისტების“ წევრები კატეგორიულად გმობენ ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ინციდენტს.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ შტამს 60-7-%-ით მეტი გადამდებობა აქვს.