მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გიორგი ამილახვარი - Pia.ge
1610547158
COVID-19

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კოვიდის დადასტურებიდან გატარდა ყველა საჭირო კომპლექსური ღონისძიება და უზრუნველყოფილი იქნა ინფიცირებული პატიმრების იზოლაცია და მათი  მკურნალობა პროტოკოლის წესის დაცვით. “ - აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ამილახვარი.

„ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოსდა სისტემაში არის პრობლემა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება ემსახურება მხოლოდ დაძაბულობის შექმნის მცდელობას.

ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება, პატიმრის ოჯახის წევრები, რომ პროცესი არის აბსოლუტურად კონტროლქვეშ, სისტემატურად ტარდება PCR ტესტები, შესაბამისად, არანაირი შფოთვის და განგაშის საფუძველი არ არსებობს.“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.