COVID-19

პრემიერი: 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია, 2020 წ.
1611820057
დაკოპირებულია

როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა.

როგორც ჩანს დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევიმუშავეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე, როგორც ზაფხულში გავაკეთეთ - ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ.

ეს პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა. ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ორი თვის ერთობლივი შრომის შედეგად.

რაც მთავარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ მანამ, სანამ ეტაპობრივად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას.

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი უკვე რამდენიმე დღეა ხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მიზანი გახლავთ ის, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია დაცული.

ორი, სამი, ოთხი ან ხუთი ათასი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევაში არანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად უფრო პასუხისმგებლიანად და გონივრულად უნდა გადავდგათ ნაბიჯები“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე, რაც ქვეყნისთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს.

„დღეს მთავრობის ფორმატში აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს - როგორ უნდა მოვახერხოთ რაც შეიძლება სწრაფად, უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად ეკონომიკის გახსნა.

ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ, მაშინ, როდესაც ნოემბრის ბოლოს შეზღუდვები დავაწესეთ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. სამწუხაროდ, მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში იყო უაღრესად მაღალი, ზოგ ქალაქებში 30%-ს გადააჭარბა.

დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე. ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მა...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს. 

1614613414

„კომუნიკაციების კომისიის ბოლო რეგულაციებით ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაკოტრებას. შესაბამისად, როდესაც მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორები კომისიას აკრიტიკებენ და ხშირად კრიტიკაზე მეტად ჭორაობენ, მათი ეს გაღიზიანება ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“,- ეს შეფასება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დიდი ოპერატორების წარმომადგენლების მიერ კომისიის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა გააკეთა.

1614613372

„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ეს მზაობა ყოველთვის დავადასტურეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან  ერთად გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

1614612217

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ  წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

1614611555
ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ...

კომპრომისები სჭირდება ქვეყანას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს  - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზი...

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით შედგეს შეხვედრა”, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისაუბრა. 

ბელარუსში აქციებში მონაწილეობისთვის სასჯ...

საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ბელარუსში სასჯელი გაამკაცრეს. კერძოდ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის მაქსიმალური ჯარიმა სამჯერ გაიზრდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ნიკოლა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუს...

საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნიკა სარკოზის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ვადიდან სარკოზი ციხეში 1 წელს გაატარებს. ამის შესახებ euronews.com იუწყება.