მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია: ეკლესიასთან ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ კომპრომისს

გახარია სასტუმრო რედისონში
1585574825
COVID-19

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ეკლესიასთან კომპრომისს აუცილებლად მიაღწევს.

ამის შესახებ პრემიერმა საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ თქვა, რომელიც ძალაში ხვალ დილის 8 საათიდან შედის.

"ეკლესიასთან კომუნიკაცია იყო და გაგრძელდება. ასეთი კომუნიკაციის შედეგია მაგალითად ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები, მოახერხა ეკლესიის ეზოების ხმის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს, გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. დარმწუნებულები ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საყოველთაო კარანტინი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს.