მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ხანიშვილი: ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი

გიორგი ხანიშვილი
1618394054
COVID-19

„ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია საზოგადოება დაიცვას და უმოკლეს ვადებში შევძლოთ გახსნილი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელიც დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

გიორგი ხანიშვილმა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო პერსონალს. თავს ვგრძნობ კარგად. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, დარეგისტრირდნენ და აიცრან, რათა მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.