მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ფხაკაძე: 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ დასრულდება

კორონავირუსი, ვაქცინა Pia.ge
1614928462
COVID-19

 საქართველოში ვაქცინაციის გეგმის შესრულებას შეუძლებლად მიიჩნევს ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.

მან ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2021 წელს საქართველო ვერ შეძლებს იმ რაოდენობის მოქალაქის აცრას, რომ ვაქცინაცია დასრულებულად ჩაითვალოს. მისივე თქმით, გეგმის შესასრულებლად, აცრილი მოქალაქეების რაოდენობამ მოსახლეობის 85% უნდა შეადგინოს.

„მე, როგორც ამ სფეროს ექსპერტი ვამბობ, რომ ეროვნული გეგმა არ ვარგა, იქ არის უამრავი შეცდომა. როდესაც ქართული გეგმა წავიკითხე, შემრცხვა, თუმცა სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება ჩავერიო, რადგან ეს არის კონფლიქტთა ინტერესი ",- განმარტავს ფხაკაძე.

ის ასევე ყურადღებას ამახვილებს ვაქცინის ხარისხზე და აღნიშნავს, რომ საქართველოში უნდა ჩამოვიდეს მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა.

„სხვა რამეს ჩვენ ხელი არ უნდა მოვკიდოთ. იყიდება ბევრი არაოფიციალური ვაქცინა, მათ შორის, ჩინეთშიც. გვახსოვს, რომ საქართველომ ვერ დაადგინა პირბადის ხარისხი, შესაბამისად, მას ძალიან გაუჭირდება ვაქცინის ხარისხის შემოწმება. შესყიდვის კუთხითაც, ჩვენ ვაქცინა უნდა ვიყიდოთ პირდაპირ ქარხნებისგან“,- აცხადებს ფხაკაძე.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი აღნიშნავს იმასაც, რომ მოლაპარაკებები პოტენციურ მწარმოებლებთან უნდა დაწყებულიყო 5-6 თვით ადრე, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. ის პასუხისმგებლობას ქვეყნის პირველ პირებს აკისრებს და ამბობს, რომ სწორედ მათ უნდა დაამყარონ კონტაქტი ქარხნებთან, მოქმედება კი უნდა იყოს დროული.

"ჯდომით არაფერი არ გაკეთდება, ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიურები. დრო უკვე დაკარგულია",- აღნიშნავს ის.

აგრეთვე იხილეთ:

🔶საქართველოში პოსტკოვიდური კვლევა იწყება