მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, მაგრამ უფრო მწარე იქნება

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში  პროფესორი, გიორგი ფხაკაძე - Pia.ge
1624190431
COVID-19

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელება განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდება, როცა დაღლილი მოსახლეობა დანებდება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე მეხსიერება. შარშან ზუსტად იგივე იყო - დაიწყო აფეთქება ბათუმიდან, წელსაც იქნება იგივე ისტორია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ უფრო მწარე იქნება. გვექნება ინდური შტამი, ე.წ. დელტა შტამი იქნება უფრო ძლიერი, გავრცელება იქნება ძლიერი, მოსახლეობის იმუნური სისტემა იქნება უფრო დაქვეითებული, რადგან 1.5 წელი ხალხი ფიზიკურად დაიღალა, აი, ამას ელოდება ვირუსი, როდესაც თქვენ იტყვით „რაც იქნება, იქნებაო“, აი, მაშინ იგებს ვირუსი“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება, მაგრამ ეს ადამიანთა სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა იყოს“ - გამყრელიძე

⭕ რამდენ ადამიანს დაუდასტურდა საქართველოში ინდური შტამი?

⭕ აზიანებს თუ არა კორონავირუსის ვაქცინა სპერმის ხარისხს?