მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართული ოცნების წევრი
1614247682
COVID-19

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა. მისი თქმით, ინფიცირების წყარო უცნობია.

„მეგობრებო, ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კოვიდ ინფექცია. მალე დაგიბრუნდებით
აქვე მინდა საზოგადოების თითოეულ წევრს მოგიწოდოთ, მკაცრად დაიცვათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები, ყველგან ატაროთ პირბადე.

როგორც ხედავთ ვირუსი არსად წასულა. (პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს ვისგან გადამედო). გუშინდელი გადაწყვეტილება, შეზღუდვების მოხსნის შესახებ, იყო ძალიან კარგი, მაგრამ ახლა უფრო დიდი სიფრთხილე გვმართებს! ჯანმრთელობას გისურვებთ!“, - წერს გივი მიქანაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 269 800-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 263 727 და გარდაცვლილია 3 475 პირი.