მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გორში 3 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1600431374
COVID-19

დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 3 გორის რაიონის სოფელ ტირძნისში დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები ბავშვები არიან, რომელთა ასაკი 6, 11 და 14 წელია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.