მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურიაში კორონავირუსი 3 თვის ბავშვს დაუდასტურდა

გურია ტვ ჩოხატაური
1599294785
COVID-19

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 3 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას გურია TV ავრცელებს.

ეს დაინფიცირების რიგით მეორე შემთხვევაა, რომელიც ჩოხატაურში დაფიქსირდა და ის ე. წ. დონას კლასტერს უკავშირდება.

3 თვის ბავშვის ოჯახი იმ ახალგაზრდა ქალის მეზობელია, რომელსაც ვირუსი გუშინ ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში დაუდასტურდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ ბათუმში მიმდინარე სემინარში განმარტა, ბავშვი კოვიდ ინფიცირებულ ქალბატონს ხელში ეჭირა.

ოჯახი გუშინდელი დღიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

რაც შეეხება ბავშვს მისი მდგომარეობა სტაბილურია და მას მალე ბათუმში გადაიყვანენ.

გურიაში დღეს ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ზუგდიდში ვირუსი მამაკაცს დაუფიქსირდა.