მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურიაში კორონავირუსის გამო 3 სკოლა დაიკეტა

საკლასო ოთახი, გურია
1600070097
COVID-19

გურიაში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 3 სკოლა გაურკვეველი ვადით დაიკეტა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავანაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა ლანჩხუთში.

„დღეს დაგვემატა კიდევ 1 კოვიდინფიცირების შემთხვევა. გურიაში 3 სკოლა დაიკეტა. დაიკეტა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკოურას სკოლა და ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოტის სკოლა. მიმდინარეობს მასიური კვლევა და კონტაქტების მოძიება“, - განაცხადა მჟავიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 14 სექტემბერს კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.