მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურიაში კოვიდ 19-ის კიდევ 4 შემთხვევა დაფიქსირდა

ლენჯერი, კორონა
1600442486
COVID-19

გურიაში კორონავირუსის კიდე 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევა ოზურგეთს უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, გურიაში დღეს დილით დაფიქსირებული იყო კორონავირუსის 4 შემთხვევა, მოგვიანებით კი დაემატა კიდევ 4 ინფიცირებული.

ჯამში ოზურგეთში 30, გურიაში კი 43 კოვიდინფიცირებულია და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, დღეს 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 შემთხვევა დაფიქსირდა.