მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურჯაანში ახალგაზრდა კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექცია კორონავირუსი, 2020
1596986873
COVID-19

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კაცს კირონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული სოფელ ვეჯინის მვხოვრებია და ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს.

27 წლის კაცს ტესტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა, თუმცა პასუხი დღეს გახდა ცნობილი. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ოჯახში 4 დღის წინ იმყოფებოდა და სოფელში რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. თავად ინფიცირებული კი თბილისის ერთ-ერთ კოვიდმიმღებ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა, მათგან 1000 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.