მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იგეგმება თუ არა საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა? - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1610359731
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ვაქცინებს განიხილავს, რომლებსაც აქვს მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია, ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა პრეკვალიფიცირებული. 

„ამ ეტაპზე არც ერთი ჩინური ვაქცინა, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე ცნობილი და წინ წასული ვაქციებია იმ ჩამონათვალიდან, რომლებიც შესაძლოა ჩინეთში გამოიყენება, ჯერჯერობით არ არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლების მიერ და არც ჯანმოს მიერაა პრეკვალიფიცირებული. ამდენად, ჩვენ განვიხილავთ შემდეგ ვაქცინებს - Pfizer, moderna და AstraZeneca“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, Pfizer-ის ვაქცინისთვის სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ინფრასტრუქტურული მზაობა არის.

„მაცივრები არის ლუგარის ლაბორატორიის ცენტრალურ ოფისში, აგრეთვე ფილიალებში, ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, რადგან ეს ლაბორატორიები მაღალტექნოლოგიურია“, განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის შესანახი მაცივარი ძვირი არ არის და ქვეყანას მოკლე ვადაში მისი შეძენა შეუძლია.

„ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. წინასწარი მოკვლევით, დაახლოებით 23 ათასი დოლარია ერთი ამ ტიპის მაცივრის ღირებულება. დამატება თუ დაგვჭირდა, ამასაც შევიძენთ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ და აქვე განმარტა: „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს ჩინურ ვაქცინას, ის იქნება „კოვაქსის“ პლატფორმაზეც, რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს ინფორმაციაც ცნობილია, მაგრამ უნდა დაველოდოთ აღიარებას“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„საუბარია AstraZeneca-სა და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე“ - თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები არ არის

551 ინფიცირება, 880 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში