მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იგეგმება თუ არა საქართველოში საველე ჰოსპიტალის მოწყობა?

საველე ჰოსპიტალი
1603804473
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში საველე ჰოსპიტალის მოწყობა არ იგეგმება.

„ეს საკითხი რამდენჯერმე განვიხილეთ. ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალის მოწყობა არ იგეგმება.

საქართველოში ბევრია ჰოსპიტლების რაოდენობა, მათ შორის დიდი ჰოსპიტლების, სადაც შესაბამისი სივრცეებია. იგეგმება მათი გაძლიერება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 32127 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 12632 გამოჯანმრთელებულია, 238 გარდაცვლილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔷 როდის იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

🔷 რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ყველაზე მეტი ინფიცირებული პაციენტი საქართველოში?

🔷 რომელი პირბადეა უფრო ეფექტური კორონავირუსის დროს - ზახაშვილის განმარტება