მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იგეგმება თუ არა საველე ჰოსპიტლების გახსნა - თამარ გაბუნიას განმარტება

პრაღა, საველე ჰოსპიტალი - Pia.ge
1628076568
COVID-19

„დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე ვმუშაობთ, ჩვენთვის სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი. ვფიქრობთ ამაზე მეტის საჭიროება არ იქნება“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას საველე ჰოსპიტლების გახსნის შესახებ.

გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე გარდა სასტუმროების მობილიზებისა, სხვა სივრცეებზე საუბარი არ არის.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე. გარკვეულწილად გვეხმარება ისიც, რომ ბოლო პერიოდში დიდი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადები შემცირდა. ამიტომ, სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა გაჩნდა. მოგეხსენებათ, ჩვენთვის სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი, ამიტომ სასტუმროების მობილიზებაზე ნამდვილად ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ამაზე მეტის საჭიროება არ იქნება და მოხერხდება სასტუმროს რესურსის გამოყენებით ყველა ადამიანის მოთავსება იმ სივრცეში, სადაც იქნება ექიმი და გაუწევს მეთვალყურეობას. ამ ეტაპზე სხვა სივრცეებზე საუბარი არ არის.

საველე ჰოსპიტლის მართვა და ადამიანური რესურსის მისი უზრუნველყოფა რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება. მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც შესაძლებელია კიდევ უფრო გაფართოვდეს, ეს არის სასტუმროების მოდელი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით 7000-მდე საწოლია მობილიზებული.

გაბუნიას განცხადებით, კოვიდინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა მიანიშნებს იმაზე, რომ მეოთხე ტალღის პიკია.

„4000-ზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება, 7000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით და დამატებით კლინიკები ერთვებიან.

ასევე ემატება სასტუმროებიც და ბინაზე 27 ათასამდე პაციენტი იტარებს მკურნალობას. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. ამ პირობებში პრევენციული ზომების გატარება ძალიან რთულია, მთავარი დაცვის საშუალება არის პირბადის გამოყენება. პროგნოზულად პირბადის გამოყენების გაზრდის შემთხვევაში იმის შესაძლებლობა გვექნება, რომ პიკი შედარებით ხანმოკლე იყოს“, - დასძინა გაბუნიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „კლინიკაში პაციენტის დაგვიანებული მოთავსება არის ამდენი გარდაცვალების მიზეზი“ - ვატო სურგულაძე

👉 200 მლნ ინფიცირებული - უახლესი გლობალური სტატისტიკა

👉 4233 ინფიცირება, 1934 გამოჯანმრთელება, 38 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში