მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და მისი პასუხი უარყოფითია

საქართველოს პატრიარქი
1610268240
COVID-19

კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, საპატრიარქოში მყოფი ყველა სასულიერო პირის კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითია.

„ინტერესი ალბათ იმიტომ არის, რომ გამოვლინდა მდივან-რეფერენტის კოვიდინფიცირება. ყველა ტესტზე პასუხი არის უარყოფითი, მათ შორის უწმინდესი და უნეტარესის პასუხიც არის უარყოფითი. ასე რომ, ყველანი ჯანმრთელად არიან, იზოლაციაში არის მხოლოდ ქალბატონი შორენა.

ზოგადად, ვინც საპატრიარქოში ცხოვრობს, თუ მუშაობს, ყველას ჩაუტარდა ტესტირება“,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, 8 იანვარს, პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

👉 9 იანვარს საპატრიარქოში ეპიდემიოლოგებმა ყველა სასულიერო პირს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

👉 საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია

👉 გიორგი ფხაკაძე: მესამე ტალღა აპრილში უნდა დაიწყოს