მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმ კატასტროფული ვაქცინაციის ფონზე, რაც გვაქვს, ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი გველოდება“ - ვახტანგ კალოიანი

ვახტანგ კალოიანი
1626805535
COVID-19

„ახლა მნიშვნელოვანია 2 შემდეგი ნაბიჯის გადადგმა: ტესტირება და მაქსიმალური ორგანიზება შიდა სივრცეებში ნიღბის ტარების“, - აღნიშნულის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში მიმართვიანობა იზრდება, თუმცა, თავისუფალი ადგილები ჯერჯერობით არის.

„პრობლემა არის, რომ ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან ნელი ტემპით და ამის პარალელურად, იმ მინიმალურად უსაფრთხოების ზომების არ დაცვა - არ მართვა ხელისუფლების მხრიდან, რაც იგულისხმება გარკვეულ სივრცეებში ნიღბის ტარებაში, დისტანციის დაცვით და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მასიური ტესტირებით. ვაქცინაცია ფაქტობრივად არ გვაქვს.

დღეში ჩვენ გვჭირდება კორონავირუსის 50 000 PCR ტესტი ვაზირებული, რეალურად დღეში ახლა დაახლოებით, 35 000-მდე კეთდება.

ორგანიზება არ ხდება, გვჭირდება ვირუსის სწრაფი აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება, ეს სამწუხაროდ თავიდან ვერ აგვაცილებს იმ მძიმე ვითარებას, რაც მოსალოდნელია, მაგრამ ოდნავ მაინც შეამცირებს ტემპს და შეამცირებს დარტყმას.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სწორი საკომუნიკაციო საინფორმაციო კამპანიის წარმოება და არა ფასადურად. თითოეულ მოქალაქესთან მისვლაა საჭირო. ვერ მოაბეს თავი ვაქცინაციას, ადეკვატურ ტესტირებას, არ ჰქონდათ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია.

ახლა მნიშვნელოვანია 2 შემდეგი ნაბიჯის გადადგმა: ტესტირება და მაქსიმალური ორგანიზება შიდა სივრცეებში ნიღბის ტარების. ეპიდსიტუაცია არ შემსუბუქდება, მაგრამ არც გაუარესდება. იმ კატასტროფული ვაქცინაციის ფონზე, რაც გვაქვს, ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი გველოდება“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 11073-მა ადამიანმა გაიკეთა.

20 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 368 179 აცრა,სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

📣„გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან“ - მაია ბუწაშვილი

📣პაატა იმნაძე: არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ არიან აცრილი

📣„ორი ორჯერადად აცრილი კოვიდპაციენტის გარდაცვალების შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“ - ამირან გამყრელიძე

📣„გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“ - ამირან გამყრელიძე