მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმაზე მეტს უნდა აცრა, ვიდრე ვაწვდით“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2020
1620723012
COVID-19

„იმაზე მეტს უნდა აცრა, ვიდრე ვაწვდით და საჭიროა, რომ უფრო მეტად გავაინტენსიუროთ,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, 100-მდე სამედიცინო დაწესებულების 161 ბრიგადა ცრის მოსახლეობას.

„ამ ეტაპზე იმაზე მეტს უნდა აცრა, ვიდრე ვაწვდით. საჭიროა, რომ უფრო მეტად გავაინტენსიუროთ პროცესი. დღეისთვის 100-მდე სამედიცინო დაწესებულების 161 ბრიგადა ცრის, მაგრამ ზოგიერთი ბრიგადები რაიონებში ყოველდღიურ რეჟიმში არ მუშაობენ, კვირაში 3-4 დღეა.

გვინდა, რომ გაიზარდოს და 7-დღიან სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ. წახალისება უნდა გავუკეთოთ სპეციალისტებს. ამ თვის ბოლოდან გვინდა ავიდეთ 161-დან 200 ბრიგადამდე. თითო ბრიგადა დღეში 42-დან 50-მდე აცრას აკეთებს. ივნისის ბოლოსთვის 300 ბრიგადა მაინც უნდა იყოს, რომელიც ივლისში აცრას 15 ათასამდე აიყვანს. ამას რა თქმა უნდა ვაქცინის შესაბამისი მარაგი უნდა მოყვებოდეს“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 მაისიდან მოიხსნება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

ამავე თემაზე:

👉 „თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს“ - გამყრელიძე

👉 „არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადაწევაზე ვიფიქროთ“- თამარ გაბუნია

👉 „მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდვაქცინაციის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ“ - ღიბრაძე

👉 963 თბილისი, იმერეთი 178 - კორონავირუსის გავრცელების არეალი რეგიონებში

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა