მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედი გვაქვს, როგორც შარშან წინასააღდგომო პერიოდში, ახლაც მხარს დაგვიჭერს საპატრიარქო“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1616066561
COVID-19

„თქვენს მონა-მორჩილს გუშინ ჰქონდა შეხვედრა მაღალი იერარქიის პირებთან. ასევე, მომდევნო დღეებშიც შედგება გარკვეული შეხვედრები და იმედი, მაქვს,  რომ როგორც გასულ წელს წინასააღდგომო პერიოდში საპატრიარქომ სამედიცინო სექტორის სერიოზული მხარდაჭერა გააკეთა, ასე იქნება ახლაც“ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინაციის პროგრამის წარმატებისთვის საპატრიარქოს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„წმინდა სინოდის განჩინებაში არის მათი პოზიცია. მათთან კომუნიკაცია გრძელდება, რადგან მათ მხარდაჭერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, ამ დროისთვის საქართველოში აცრილია 3054 მედიცინის მუშაკი.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, „შესაძლებელია თუ არა, რომ ვაქცინის გაკეთება სავალდებულო გახდეს“, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ვაქცინაციის სავალდებულობა არ განიხილება.

ინფორმაციისთვის, 16 მარტს პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ეკლესიას ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში დახმარება სთხოვა.

აღნიშნულის საპასუხოდ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ვაქცინის გაკეთება/ არ გაკეთებას ეკლესია ადამიანის პირადი თავისუფლებისა და არჩევანის საკითხად მიიჩნევს.

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის პროცესი 15 მარტს დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მოაღწიოს ჩვენამდე და გავიკეთებ“ - მეუფე ანანია ვაქცინაზე

„ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში“- ანდრია ჯაღმაიძე

ლევან აბაშიძე: მე რომ სასულიერო პირი ვიყო, საჯაროდ ავიცრებოდი, მაგრამ სხვას ამას ვერ ვურჩევ