მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1601020913
COVID-19

ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ 1700-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა, საიდანაც კორონავირუსი 27 პირს დაუდასტურდა.

ინფიცირებულებიდან ნაწილი კვლავ ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება. არიან ახალი ინფიცირებულები, რომელთა კონტაქტების კვლევაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

იმერეთის რეგიონის კოვიდცენტრებში ჯამში 301 ადამიანია მოთავსებული, საიდანაც 190-მდე იმერეთის რეგიონის მკვიდრია.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 54 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4664 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1759 გამოჯანმრთელებულია, 27 გარდაცვლილი.