მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: არ მეგონა, 21-ე საუკუნის საქართველოში ასე თუ ფიქრობდნენ 

პირბადეები
1606471861
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე პანდემიის პირობებში ხარვეზად კომუნიკაციას ასახელებს. 

„კომუნიკაციის პრობლემები კიდევ არის. არ ვიცი კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს. ამბობენ, რომ ეს მოგონილია, იმისთვის, რომ დაჩიპონ. სოციალურ ქსელში ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, არ მეგონა, 21-ე საუკუნის საქართველოში, ადამიანებს კიდევ თუ შეეძლოთ, ასე ეფიქრათ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების დაწესებიდან 2 კვირის შემდეგ იქნება ინფექციის სავარაუდო კლების შედეგი.

„ჯერჯერობით კლებას არ ველოდებით, მითუმეტეს პირველ დღეებში. პირველი შედეგები 2 კვირის შემდეგ იქნება. კორონავირუსის შემთხვევებით ჯომოლუნგმაზე ავდივართ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑პაატა იმნაძე: ჩვენც ადამიანები ვართ და ვეწირებით ვირუსთან ბრძოლას

🛑 4 780 ინფიცირება, 3 489 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🛑 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა