COVID-19

პაატა იმნაძე: Covid-19-თან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ, მეორე ტალღა ძალიან შორს იქნება

პაატა იმნაძის ბრიფინგი კორონავირუსთან დაკავშირებით, ივნისი 2020 წ.
14:04 30.06
დაკოპირებულია

Covid-19-თან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ, მეორე ტალღა ძალიან შორს იქნება“,- ამის შესახებ დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია:

„ძალიან ბევრ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია. მას შემდეგ, რაც გაიხსნა ბიზნესაქტივობები, შემობრუნდა კორონავირუსი და ფართოდ გავრცელდა. ლაპარაკია იმაზე, რომ როდესაც რესპირაციული დაავადებების სეზონი დადგება, სამწუხაროდ, ისევ შეიძლება მესამე ტალღა იყოს. თუ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, ისე როგორც დღეს ვაგრძელებთ, მაშინ ეს მეორე ტალღა ძალიან შორს იქნება. თუ არ გავაგრძელებთ კორონასთან კარგად მოქცევას, ისე როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, მაშინ უფრო ახლოს იქნება“, - აღნიშნა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 15 ადამიანი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 928-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 794.

კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

ლუკაშენკო მეექვსე ვადით არჩევისთვის ემზა...

ბელარუსში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝᲡ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲔᲑᲐ. ცვლილების შესაძლე...
ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) შესასრულებლად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-...
41 წუთის წინ
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს „...
47 წუთის წინ
თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი მან სოციალური ქსელ...
57 წუთის წინ
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს....
12:55
პრეზიდენტის ბრიფინგი 2019 4 სალომე ზურაბიშვილი ამერიკას დამოუკიდებლობის დ...
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეო მიმართ...
მცირეწლოვანი, რომელიც მე-6 სართულიდან გა...
დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმო...
„ევროპის დღეები 2020“- ის შეჯამება და პა...
მიმდინარე წლის 3 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „ევ...
დავით ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ...
მიმდინარე წლის 3 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევ...