მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: ინფიცირებულები, ვისაც რეანიმაცია სჭირდებოდა, საავადმყოფოს გარეთ არ დარჩენილან

ქართულ პირბადეებზე
1603112837
COVID-19

დღეს, 19 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

მისი თქმით, საქართველოში პირველი ტალღა არ ყოფილა, რადგან დროულად მოხერხდა გარკვეული გართულებების არიდება.

„რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მსოფლიოში იყო გაზაფხულზე“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძეს თქმით, არსებობს დიდი გამოცდილება და ქვეყანა მუდმივად დაკეტილი ვერ იქნება, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვირუსს გახსნილ ქვეყანაში ვერავინ ვერ აჩერებს.

„ქვეყანა გახსნილია და გვაქვს ვირუსების მზარდი შემთხვევა, რომლებიც ბევრად მოიმატებს. ნოემბრის მე-2 ნახევარშე გვექნება შემთხვევების პიკური რაოდენობა.

პიკური რაოდენობა არ დაემთხვევა ზამთრის ვირუსების შემთხვევას და ეს კარგია. შესაბამისად არ მოხდება კოვიდის სხვა ვირუსების რაოდენობასთან ზედდება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი პლიუსი იქნება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

როგორც იმნაძემ განაცხადა, ჯანდაცვის სისტემა უკვე გადატვირთულია, მაგრამ არცერთი ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა რეანიმაცია, მის გარეთ არ დარჩა.

„ინფიცირებულთან კონტაქტად ითვლება 15 წუთზე მეტ და 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ნიღბის გარეშე ურთიერთობა.

ადამიანს თუ არ ჰქონია ასეთი ურთიერთობა და ნიღაბი ეკეთა, ის არ ითვლება კონტაქტად, მთავარია დისტანცია დავიცვათ“, - დასძინა პაატა იმნაძემ.

🔴ინფორმაციისთვის, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 პაციენტი კი გარდაიცვალა.