მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: კორონა არის და გრძელდება, ერთადერთი თხოვნაა ვატაროთ ნიღაბი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1597490009
COVID-19

„პირველტალღას დავარქმევთ თუ პირველნახევარს, მთავარი არის, ის რომ კორონა არის და გრძელდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იმნაძემ კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას. იმნაძემ მათ ნიღბების ტარებისა და სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდა.

„პირველი ტალღა ისეთი არ გვქონია, როგორიც ჰქონდა უმრავლეს ქვეყნებს. მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს თუ ა.შ. მთავარი არის, ის რომ კორონა არის, გრძელდება. როგორც ვხედავთ გეოგრაფიით, თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი, კორონა არის ყველგან. ამიტომ ყველგან არის ერთადერთი თხოვნა, ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა მაქსიმალურად მნიშვნელოვანია. თითო-ოროლა კორონა მაინც იქნება. თუ ამას არ დავიცავთ ბევრი იქნება. რას ნიშნავს ბევრი ? გადახედეთ სხვა ქვეყნებს და ნახეთ რა იქნება“, - აღნიშნა იმნაძემ.