მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: კორონავირუსის ძალის დაკარგვის იმედად ნუ ვიქნებით

პაატა იმნაძის ბრიფინგი კორონავირუსთან დაკავშირებით, ივნისი 2020 წ.
1603805241
COVID-19

„ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ვირუსი ძალას კარგავს“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კითხვას, რომელიც კორონავირუსის შესუსტებას ეხებოდა.

იმნაძის თქმით, ვირუსის შესუსტება გარკვეული დროის შემდეგ მოხდება, თუმცა არა ახლა.

„ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ვირუსი ძალას კარგავს. ვირუსის გენომში უნდა მოხდეს გარკვეული მუტაციები, ასე რომ ეს უნდა მოხდეს რაღაც დროის ფარგლებში. აუცილებლად მოხდება, მაგრამ ასეთი მცირე დროის მანძილზე ჩვეულებრივ არ ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა ამის იმედი ყველას გვაქვს. ფრთხილად ვიყოთ, ვირუსის ძალის დაკარგვის იმედად ნუ ვიქნებით. ვიყოთ ნიღბის ტარების, დისტანციის დაცვისა და ხელების დაბანის იმედზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან დღემდე, 27 ოქტომბრამდე კოვიდვირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული.