მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: კორონავირუსმა მუტაცია განიცადა

იმნაძე ბრიფინგზე
1593512003
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსმა მუტაცია განიცადა.

მისი განმარტებით, მუტაციის შემდეგ ვირუსი შეიძლება ისევ დაემართოთ იმ ადამიანებს, ვისაც COVID-19 გადატანილი აქვთ.

„არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. კორონას რომ „გამოშვერილები" აქვს, რითაც უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, იმის მუტაცია მოხდა. ამან ვირუსს გაუადვილა უჯრედში შეღწევა - მარტივად, რომ გითხრათ. ეს არ არის მთლად კარგი მოვლენა, პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც განიცადა ამ ვირუსმა. ვისაც კორონა გადატანილი აქვს, შეიძლება ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ქონდეს“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 15 ადამიანი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 928-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 794.

კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.