მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: მომავალი ზაფხულისთვის კორონა მოგვეშვება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1596275576
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მისი აზრით, კორონავირუსი 2021 წლის ზაფხულისთვის დამარცხებული იქნება.

„ჩემი პროგნოზით, მომავალი ზაფხულისთვის კორონა მოგვეშვება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილს კორონავირუსის არსებობის არ სჯერა, ამ განწყობის ჩამოყალიბებას კი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული დეზინფორმაცია უწყობს ხელს.

პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში ბოლო პერიოდში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების მესამედს საკარანტინო სივრცეებში მყოფი პაცინტები შეადგენენ, რომლებიც, იზოლაციის დამსახურებით, ვირუსის გამავრცელებლები არ არიან.

„საქართველოში ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, ზამთარში კორონა ალბათ მძლავრად იქნება. მოსახლეობას მართებს სიფხიზლე და მოვუწოდებ მათ დაიცვან ელემენტარული შეზღუდვები - დისტანცია და პირბადის ტარება“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 1171-ს, ხოლო განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა 947-ს შეადგენს, ხოლო კოვიდცენტრებში 207 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.