მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე ნიღბებზე: 4 საათის განმავლობაში ატარებენ ქირურგები ნიღბებს და ცუდად არ ხდებიან

ქართულ პირბადეებზე
1591370308
COVID-19

დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, დისკომფორტის მიუხედავად ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ, ვინაიდან ის ინფექციის შეკავების ერთ-ერთი საშუალებაა.

„თქვენ წარმოიდგინეთ მოცემლუ სიტუაციაში მედპერსონალს ჩვეულებრივს ნიღაბის კი არა რესპირატორიული ნიღბის ტარება უწევთ იმაზე დიდხანს ვიდრე ეს დასაშვებია. ასევე ქირურგებს 4 საათი უწევთ ნიღბის ტარება და არ მინახავს არც ერთ ექიმი რომ ცუდად გამხდარიყოს. ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ სამდეიცინო, რესპირატორიული ნიღბის ტარება, მას შეუძლია სახლში თვითონაც დაამზადონ. გასაგებია დისკომფორტი მაგრამ სანამ არ გვექნება იმის გარანტია, რომ ქვეყანაში ვირუსების გავრცელება ფართომასშტაბიანი არ იქნება უნდა შევწუხდეთ და ვატაროთ ეს ნიღბები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე ინფიცირების 805 ფაქტია დადასტურებული.