მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: პიკის დასაწყისში ვართ და როგორ გადავიყვანოთ პლატოზე ამაზე ვსაუბრობთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1606242545
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ 25 ნოემბერს გამოაცხადებს მთავრობა ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას.

იმნაძის თქმით, კონსულტაციები კვლავ გრძელდება.

„შეზღუდვების ბევრი ვარიანტი იყო განხილული. ჯერჯერობით კონსულტაციები კიდევ გრძელდება. ჩვენი კოლეგები იყვნენ ჩართული ნორვეგიიდან, ამერიკიდან. სავარაუდოდ ხვალ გამოცხადდება“, - აღნიშნა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

„ჩვენ, რომ ვიყოთ ლუქსემბურგისნაირი ეკონომიკური შესაძლებლობის ქვეყანა, სრულ „ლოკდაუნს“ არაფერი არ ჯობია. ამის გამოცდილება გვაქვს. გავაკეთეთ ის, რომ თავიდან პირველი ტალღა ქვეყანას ავაცილეთ. პიკის დასაწყისში ვართ და პიკი როგორ გადავიყვანოთ პლატოზე ამაზეა საუბარი“, - განაცხადა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, დღეს მთავარი ამოცანაა მოხდეს მზარდი ტემპის გადაყვანა ნაკლებად მზარდში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსის 111 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.