მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: საქართველოში მხოლოდ 1 კოვიდინფიცირებული მედპერსონალი გვყავს

იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში
1585823915
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში მხოლოდ 1 მედპერსონალია კოვიდინფიცირებული.

იმნაძის თქმით, სამედიცინო პერსონალის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან ჩვეულებრივ კონტაქტად არ ითვლება

"საბედნიეროდ, საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალი მხოლოდ 1 გვყავს, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა. ახლა ყველა დაწესებულებაში შეიძლება მოხდეს კოვიდიანი პაციენტი, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება უნდა დაიხუროს. პირიქით, ახლა არის ექიმების მუშაობის დრო არსად, არცერთ გაიდლაინში, პროტოკოლში სამედიცინო პერსონალი სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს ჩვეულებრივად დაცული მისი კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან არ ითვლება ჩვეულებრივ კონტაქტად. ეს არის სამედიცინო პერსონალი, ის აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას", - განაცხადა პაატა იმნაძემ.