მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: წესებს თუ არ დავიცავთ, მეორე ტალღას მოვაახლოვებთ

პაატა იმნაძის ბრიფინგი კორონავირუსთან დაკავშირებით, ივნისი 2020 წ.
1591870609
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დიდი ალბათობით კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება.

"იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ამ დარგში მუშაობს, მოელის მეორე ტალღას. ეს ძველი გამოცდილებაა - 1918 წლის და 2009 წლის პანდემიის გამოცდილება. ორივე პანდემიას მეორე ტალღა ჰქონდა ზამთრის სეზონზე. 1918 წლის პანდემიის მეორე ტალთა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პირველი", - განაცხადა პაატა იმნაძემ და აქვე დასძინა, რომ თუ ჯანდაცვის რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ, კორონავირუსის მეორე ტალღას მოვაახლოვებთ.

პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი არ იყო.

"ყველაფერი თავის დროზე იყო. აქ მთავარია თითოეული ჩვენთაგანი, ასევე ბიზნესი, როგორ მოიქცევა. თუ ბიზნესი ყველა წესს დაიცავს თავის სფეროში, ასევე ჩვენ დავიცავთ ყველა წესს... მესმის დისკომფორტია, მაგრამ ძნელი შესასრულებელი არ არის - დისტანცია, ნიღაბი, თავყრილობის შეზღუდვა", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.