მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში კორონავირუსის 67 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინფექცია, 2020
1597260694
COVID-19

ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 67 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში გაიზარდა ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელიც ამ დროისთვის უკვე 47 138-ს შეადგენს.

ინდოეთი მძიმე პაციენტების რაოდენობით ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზეა. აქტიური 652 473 პაციენტიდან 8 944-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

უკანასკნელი მონაცემებით, ინდოეთში კოვიდინფიცირების 2,4 მლნ-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთი მთავრობამ ოფიციალურად 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. მიმდინარე წლის 11 მარტს ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.