მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსს“ - ლევან რატიანი

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კლინიკაში
1619636249
COVID-19

„ინდურ შტამს შეჭრის შემთხვევაში უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონა ვირუსს“, - ამის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„კორონავირუსები ოდითგანვე იყო ცნობილი, ამ ვირუსებს ახასიათებთ ერთი რამ, სხვა ვირუსების ოჯახისგან განსხვავებით ესენი უფრო სწრაფად მუტირებენ. ამიტომაცაა მათ ერთ ოჯახში 40 სახეობა და ამიტომ ის სახეს იცვლის.

ინდურ შტამს შეჭრის შემთხვევაში უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონა ვირუსს. ყველაფერი უნდა გააკეთოთ ყველამ, რომ ახალი შტამი არ იქნეს საქართველოში შემოტანილი“, - აცხადებს რატიანი.

ლევან რატიანის თქმით, ყველამ თავი უნდა შევიკავოთ მიგრაციისგან და მოგზაურობისგან.

„უპირველესი ცხოვრებაში სიცოცხლეა, ამიტომ ნებისმიერი სიცოცხლის გადასარჩენად ნებისმიერმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული, ნაკლები ლეტალობით.

ერთმანეთის სიცოცხლეებს უნდა გავუფრთხილდეთ, გაუფრთხილდეთ იმიტომ, რომ ერთმანეთს კვლავ შევხვდეთ და ერთად კიდევ ვიცხოვროთ დიდხანს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროტოკოლები უნდა დავიცვათ, რადგან ბევრი ბევრი სიცოცხლე გადაგვირჩეს ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.