COVID-19

ინგა მამუჩიშვილი: ბევრი ექიმი ინფიცირებულია, მაგრამ მუშაობს

ექიმი-გინეკოლოგი
18:26 კვი. 22 ნოემბერი
დაკოპირებულია

„უამრავი კოვიდინფიცირებული კოლეგა გვყავს, რომელთა უმეტესობაც მუშაობს, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ისინი ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ და რა თქმა უნდა, რისკისშემცველია, რადგან ვირუსის რაც უფრო მეტ დოზას მიიღებს ადამიანი, მით უფრო მეტი შანსია რომ დამძიმდეს. უმძიმეს მდგომარეობაში არიან ჩვენი კოლეგები“, - ამის შესახებ ექიმმა, გინეკოლოგმა, ინგა მამუჩიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, უამრავი ადამიანი, სურვილის მიუხედავად, კორონავირუსის ტესტს ვერ იტარებს.

„უამრავი ადამიანი ვერ იტესტება, რადგან მათთან ვერ მიდის სასწრაფო და ვერც ისინი ახერხებენ კლინიკაში მოსვლას. ისინი დარწმუნებული არიან რომ კორონავირუსი აქვთ, რადგან ოჯახის წევრი ჰყავთ ინფიცირებული. რომ გადათვალო, ასეთი ადამიანების რაოდენობა დადასტურებულ შემთხვევებზე დაახლოებით სამჯერ მეტია.

ფაქტია, რომ ვეღარ ვმართავთ ინფიცირების შემთხვევებს. მინდა ვთხოვო იმ პაციენტებს, რომლებიც უკვე სიმპტომების გარეშე არიან, ნუ დაელოდებიან ბოლომდე გამოჯანმრთელებას, დროულად გაეწერონ კლინიკიდან. ისინი პოტენციურად მკვლელები ხდებიან სხვა ინფიცირებულების“, - აღნიშნა ექიმმა.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 4 048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

👉 ჯამში დადასტურებულია 104 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 85 639 და გარდაცვლილია 976 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პაატა იმნაძე ეპიდვითარებაზე: ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება

👉 კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა

საბავსვო ევროვიზია 2020

საბავშვო ევროვიზია 2020 - სანდრა გადელია...

მუსიკალურ კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი, 10 წლის სანდრა გადელია მე-6 ადგი...
22:15 კვი. 29 ნოემბერი
„კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსია...
00:11
ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული ტერიტორიის პრეზიდენტმა არსებული შეზღუდვები გააფართოვა. „დღემდე არ მუშაობ...
23:32 კვი. 29 ნოემბერი
როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ლევან რატიანმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარ...
22:56 კვი. 29 ნოემბერი
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
22:38 კვი. 29 ნოემბერი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

„მქონდა ცხელება, ხველა, მკვეთრად უარესდებოდა...

„კორონავირუსის შემთხვევაში ორმაგად მივეკუთვნები რისკჯგუფს. ერთი ეს გახლავთ ასაკი და მეორე ის, რომ მე...
21:46 კვი. 29 ნოემბერი
19:10 კვი. 29 ნოემბერი
„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხ...
„ჩვენ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად ის მოცემულობა, რომ შევა ოპოზიცია პარლამენტშ...
18:42 კვი. 29 ნოემბერი
გუბაზ სანიკიძე: დღეს საქართველო თურქმენუ...
მისი თქმით, ოპოზიციის საერთო გეგმა დასადები და ჩამოსაყალიბებელია. „დღეს საქართვ...
18:25 კვი. 29 ნოემბერი
მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკური პარტიების და...
„წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, რა ტიპის კონსტრუქცია ექნება ამ შეთანხმებას, თუ მოხდა...