მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციონისტი: კოვიდინფიცირების მატება კიდევ იქნება

ექიმი ინფექციონისტი
1600519440
COVID-19

„მოლოდინი, რომ ერთმანეთს დაემთხვევა კორონავირუსისა და გრიპის შემთხვევები სერიოზული თემაა ჯანდაცვის სისტემისთვის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

ექიმის თქმით, კოვიდინფიცირებით გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებლი იკლებს, რადგან ვირუსის გამოვლენა ხდება.

„დღევანდელი მაჩვენებლები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მატება იქნება, მაგრამ მთავარია რომ გეომეტრიული პროგრესით არ იყოს. შიში ნაკლებია, ვიდრე გაზაფხულზე იყო, რადგან მეტი გამოცდილება დაგროვდა.

როგორც ვხედავთ სიკვდილობის პროცენტული მაჩვენებელი იკლებს, იმიტომ რომ გამოვლენა მატულობს. შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქი და უსიმპტომოა, თუმცა ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. არსებობს რისკი, რომ ეს ინფექცია გავრცელდეს მაღალი რისკის ჯგუფებშიც და მივიღოთ ის გართულებები, რომლისაც ყველას გვეშინია“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, პანდემიის დროს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სეზონური ვირუსი. ექიმი რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს ურჩევს, რომ გრიპზე აიცრან.

„ვირუსის აღმავლობა და სამციფრა მაჩვენებლი გვაქვს, მთავარია ეს ძალიან სწრაფი არ იყოს და მეტნაკლებად სტაბილური სურათი მივიღოთ. პრობლემაც წარმოადგენს სეზონური გრიპის მოლოდინი, რომელიც ყოველწლიურად გვაქვს და ნოემბერში იწყება.

მოლოდინი, რომ ერთმანეთს დაემთხვევა კორონავირუსის შემთხვევები და გრიპის შემთხვევები სერიოზული თემაა ჯანდაცვის სისტემისთვის. ადამიანებისთვის ფაქტიურად სიმპტომების გარჩევა შეუძლებელი იქნება, ამიტომ გრიპის ვაქცინაცია იქნება ერთ-ერთი გამოსავალი მისი კონტროლისთვის. განსაკუთრებით რისკჯგუფებმა გრიპზე უნდა აიცრან“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მაია ბუწაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, 19 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა.