მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციონისტი რეინფიცირებაზე: ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე დადასტურებულია

ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე - Pia.ge
1608389934
COVID-19

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი სპეციალისტი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე კორონავირუსის ინფექციის რეინფიცირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შემთხვევები იმაზე მეტად ხშირია, ვიდრე ეს დადასტურებულად ჩანს.

მაჩაიძე განმარტავს თუ რატომ წარმოადგენს პრობლემას რეინფიცირების დადგენა.

„მოკლედ, რომ ვთქვა, ბევრად უფრო ხშირია ვიდრე დაბეჭდილი და დადასტურებულია. აგიხსნით თუ რატომ. იმისათვის, რომ დაარქვა კოვიდს რეინფექცია „სიდისის“ გამოქვეყნებული ოქროს სტანდარტის მიხედვით, გენეტიკურად უნდა ჰქონდეს გაშიფრული ვირუსი პირველი ინფიცირების დროს, ასევე მეორე ე.წ. რეინფიცირების დროს. ეს იმისთვის, რომ გენეტიკურად შეადარო ერთმანეთს.

რამდენიმე კვლევაა ერთი მექსიკური და მეორე ყატარიდან, რომელიც მინიმუმ 200-300 კლინიკურ რეინფიცირებაზე საუბრობს, მაგრამ გენეტიკურად დადასტურებულია მხოლოდ რამდენიმე 10-დან 20-მდე. ეს არის რეინფიცირების დადგენის პრობლემა“, - აღნიშნა „ამერიკის ხმის“ ეთერში მამუკა მაჩაიძემ.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 76 მლნ-ს აჭარბებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ვაქცინები საქართველოში შესაძლოა, მარტში შემოვიდეს

ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები