მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციონისტი: თრომბოემბოლიის დროს შესაძლოა პაციენტის გადარჩენა კლინიკაშიც კი ვერ მოხერხდეს

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
1602870121
COVID-19

„როდესაც ვითარდება თრომბოემბოლია, შესაძლოა წამებში მოხდეს ადამიანის დაღუპვა და სამედიცინო დაწესებულებაში კი, ვერ მოხერხდეს მისი გადარჩენა“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის თრომბოემბოლით გარდაცვალების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უსიმპტომო პაციენტებს ექიმთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ.

„მნიშვნელოვანია დინამიკაში დაკვირვება მსუბუქი პაციენტებზე ანუ მათზე, ვინც სტაციონარში არ არიან მოთავსებული. მათ ექიმთან მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ და თითოეული სიმპტომის შესახებ შეატყობინონ მას“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

ინფორმაციისთვის, 15 ოქტომბერს აჭარაში კორონავირუსით 41 წლის პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაციენტი უსიმპტომო იყო და იგი კოვიდსასტუმროში იყო გადაყვანილი. ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლია დასახელდა.

საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 7613 და გარდაცვლილია 124 ადამიანი.