მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტებიდან 6-ის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციურის ცენტრი
1586010244
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 35 პაციენტიდან 6 მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, კრიტიკულად მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა.

"ჩვენთან ამ ეტაპზე კლინიკაში ვირუსის 35 დადასტურებული შემთხვევაა, ამათგან 6 მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, ორის მდგომარება კი კრიტიკულად. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს, ერთის მდგომარეობა მეტნაკლებად დასტაბილურებულია, მეორესთან ჯერჯერობით სტაბილიზაცია ვერ ხერხდება, თუმცა გრძელდება შესაბამისი კვლევების და მკურნალობის ჩატარება. სხვა პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესებულია როგორც ლაბორატორიულად, ასევე კლინიკურად. რამდენიმე მათგანთან მეორე უარყოფით პასუხს ველოდებით", - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის ეთერში გოგინავამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევაა გამოვლენილი.