მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფიცირების 2 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია

ექთანი covid-19 ის ანალიზით
1593877557
COVID-19

კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა აჭარის რეგიონში დადასტურდა. მათგან ერთი, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია. ამის შესახებ PIA.GE-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი საქართველოში ყაზახეთიდან, სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა, ხოლო სანიტარი ქალის ინფიცირების წყარო ცნობილია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქად ფასდება. ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები კარანტინში არიან გადაყვანილი.

საქართველოში ცოტა ხნის წინ კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი 948-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 15, ხოლო გამოჯანმრთელებულია 825 პაციენტი.