მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფიცირების 5 მლნ-ზე მეტი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა აშშ-ში

5 მლნ-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ამერიკაში
1596788642
COVID-19

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილს ინარჩუნებს. პირველი შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში ინფექცია 5 მლნ-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, უფრო ზუსტად კი მათი რიცხვი 5 032 547-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავრიუსის 58 611 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 203 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის დიაგნოზით ქვეყანაში 2 292 393 პაციენტი მკურნალობს. მათგან 18 296-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდაცვლილია 162 805 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის ამერიკული ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება მზად. ამ დროისთვის ვაქცინის კვლევები კლინიკურ ეტაპზეა.

ამერიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 21 იანვარს დადასტურდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. მიმდინარე წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.