მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები იკლებს“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი 2020 წელს
1610959155
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბრიფინგზე შეაჯამა. მისი განმარტებით, ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების კლება შეინიშნება. 

როგორც მან აღნიშნა, შაბათ-კვირას ტესტირებისთვის სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა იკლებს, რის გამოც გამოვლენილი 110 ახალი შემთხვევა რეალური მაჩვენებელი არ არის, თუმცა ინფიცირების ახალი ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება.

როგორც მან განმარტა, ბოლო დღეების განმავლობაში, ასევე, შემცირებულია სიკვდილიანობის რიცხვიც. საქართველოსთვის 1 მლნ მოსახლეზე დღიურად 29 ადამიანის გარდაცვალება არის სტაბილიზაციის ნიშანი, ხოლო ბოლო რამდენიმე დღეა სიკვდილიანობა ამ მაჩვენებელზე ნაკლებია.

ამირან გამყრელიძის შეფასებით, 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა საერთო ჯამში შეამცირა.

„არის დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა უნდა შემუშავდეს, რათა ერთბაშად არ გაიხსნას ყველაფერი. ვთქვათ 1-2 კვირა გაიხსნება ბიზნესის ნაწილი, მოხდება დაკვირვება და ასე გაგრძელდება ეტაპობრივად. პარალელურად ეს ყველაფერი მოხდება გაფართოებული ტესტირების ფონზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, ქვეყანაში ჯამში 247 915 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 234 636-მდე და გარდაცვლილია 29 58 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ინფიცირება 110 , გამოჯანმრთელება 1 643 - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 გარდაიცვალა

თამარ გაბუნია: ქვეყანაში რამდენიმე ვაქცინის გამოყენება განიხილება